Tuesday, July 10, 2018
პროექტი „შეხვედრა
ხელოვანთან“
პროექტის მთავარი იდეაა
: კონკრეტული ხელოვანზე ინფორმაციის მოპოვება,მისი
შემოქმედების ახლოს გაცნობის მიზით მისი სკოლაში სტუმრად მოწვევა და ბავშვებისთვის
მასტერ კლასის ჩატარება
პროექტის აქტუალობა–გავიგოთ
მხატვრის მოსაზრებები ზოგადად ხელოვნებაზე, მის დანიშნულებაზე საზოგადოების ცხოვრებაში,
თანამედროვე მიმდინარეობებზე, მისი ხედვის თავისებურებებზე და მრავალ სხვა კითხვებზე.აგრეთვე
მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენით ვაჩვენოთ სტუმარს ბავშვების შესაძლებლობები
პროექტის მიზანია:
ქართველი ხელოვანის (მხატვარი, მოქანდაკე,სცენოგრაფი
დაა.შ)შესახებ ინფორმაციის მოძიების,მისი შემოქმედების გაცნობის,ხელოვნების ნიმუშზე
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის,საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით
მისი შეფასების დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობის, საკომუნიკაციო და საპრეზენაციო
უნარ–ჩვევების განვითარება
ასაკობრივი ჯგუფი: XII კლასი(12–13წლის ბავშვები)
პროექტის ხანგრძლივობა
– 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგი: გაეცვნენ მხატვარს და მის შემოქმედებას, შეუძლიათ ხელოვნების
ნიმუშზე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარ ცოდნასა და შტაბეჭდილებაზე დაყრდნობით
მისი შეფასება, დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობა, აქვთ საკომუნიკაციო და საპეზენტაციო
უნარ–ჩვევები
პროდუქტები რაც
შეიძლება შეიქმნას:
·
ხელოვანის
ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ინფორმაცია
·
შემოქმედის ნამუევრების რეპროდუქციები
·
რეკლამა–აფიშა
·
მოსაწვევი ბარათები
·
ღონისძიების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა
·
მოსწავლეთა ნამუშევრები
·
მხატვრის მიერ მასტერ კლასის დროს შესრულებული ნახატი
(ჩანახატი)
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,პროექტორი,ილუსტრაციები(მხატვრის
შემოქმედების ამსახველი),მოლბერტი,ფორმატი, თაბახის ფურცლები,გუაში, ფუნჯები,წყლის
ჭურჭელი,წებო, მაკრატელი,ფერადი ფურცლები,ფანქარი, საშლელი მარკერები, ფლომასტერები
და მრავალმხრივი მასალა პრაქტიკული საქმიანობისთვის
პროექტის მსვლელობის
ძირითადი აქტივობები:
Ø მოსწავლეებისთვის
პროექტის თემისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
Ø მათთვის სასურველი ხელოვანის (მხატვრის, მოქანდაკის,
სცენოგრაფის და ა,შ) დასახელება ,არჩევა.
Ø მოსწავლეთა
ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციბის გადანაწილება
Ø შესასრულებელ
სამუშაოზე მსჯელობა და პრობლემის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის გზების პოვნა
Ø თითოეული
ჯგუფის მიერ მოძიებული მასალის შეგროვება
Ø აფეშისა
და სტუმრებისთვის მოსაწვევი ბარათების დამზადება
Ø მოსწავლეთა
მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა
Ø ხელოვანის
სკოლაში მოწვევა
Ø ფოტო–ვიდეოს
საშუალებით მხატვრის შემოქმედების ჩვენება
Ø ხელოვანისთვის
წინასწარ შერჩეული კითხვების დასმა და საუბრის
პროცესში გაჩენილი იდეების, მოსაზრებების და საკუთარი პოზიების დასაბუთება
Ø მხატვრის
მიერ ზოგიერთი მასალის, ტექნიკისა და პროცედურის თვალსაჩინო ჩვენების მიზნით მასტერ კლასის ჩატარება
პროექტის ფარგლებში
გაწეული საუშაოს შეჯამება–შეფასება
საგნებთან კავშირი: მუსიკა , ქართული
პროექტის ხელმძღვანელი: ნატო დანგაძე
პროექტის ვებ გვერდი,ბლოგი: dangadze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
გაკვეთილის გეგმები
შეხვედრა ხელოვანთან